ეს ადრინდელი ვერსიაა და იმიტომ რჩება, რომ ვიღაცამ ის მიიღო. გახსენი მოქმედი ვერსია
ეს სია ეხება მხოლოდ იმ მესამე მხარეს, რომელიც შპს ტელვოს დავალებით ამუშავებს ორგანიზაციის მონაცემს ვეტმენის მომსახურების გასაწევად. სია ცალკე ვერსიონირდება.
| მიმწოდებელი | მომსახურება | მონაცემის ტიპი | მდებარეობა | გამოყენება |
|---|---|---|---|---|
DigitalOcean, LLC — ინფრასტრუქტურა, ფრანკფურტის რეგიონი (fra1) | აპლიკაციის სერვერი, მონაცემთა ბაზისა და ატვირთული ფაილების ინფრასტრუქტურა | ვეტმენში ორგანიზაციის მიერ განთავსებული მონაცემი და ტექნიკური ჟურნალები | ფრანკფურტი, გერმანია; მხარდაჭერა და დამხმარე დამუშავება შეიძლება განხორციელდეს მიმწოდებლის პირობებით განსაზღვრულ სხვა მდებარეობებზე | მუდმივად, ძირითადი ჰოსტინგისთვის |
| Cloudflare, Inc. | DNS, HTTPS-ის დასრულება, ტრაფიკის გატარება და შეტევებისგან დაცვა (CDN/WAF) | ყველა მოთხოვნა და პასუხი, რომელიც ვეტმენში გადის, მათ შორის ორგანიზაციის მიერ შეტანილი მონაცემი გადაცემისას; IP მისამართი, ბრაუზერის მონაცემი და ტექნიკური ჟურნალი | Cloudflare-ის გლობალური ქსელი (მოთხოვნას ამუშავებს მომხმარებელთან უახლოესი მონაცემთა ცენტრი); კომპანია აშშ-შია | ყოველ მოთხოვნაზე; Cloudflare მონაცემს მუდმივად არ ინახავს, გარდა ტექნიკური ჟურნალებისა მისი პირობების მიხედვით |
ვეტმენის სისტემური ელფოსტა იგზავნება msg.vetman.app-ის ჩვენი ინფრასტრუქტურით და ამ ვერსიაში ცალკე გარე ქვე-დამმუშავებელი არ არის მითითებული.
SMS ფუნქცია მონაცემს გარე მიმწოდებელს არ გადასცემს, სანამ შესაბამისი ანგარიში რეალურად არ არის კონფიგურირებული და მიმწოდებელი ამ სიის ახალ ვერსიაში წინასწარ არ არის დამატებული.
ამ მომსახურებებზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ქუქი-ფაილების შეტყობინებაში.
ახალი ქვე-დამმუშავებლის დამატების ან არსებული ფუნქციის არსებითი ცვლილების შესახებ ორგანიზაციებს, როგორც წესი, ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე ვატყობინებთ. დასაბუთებული წინააღმდეგობის წესი მოცემულია DPA-ში.
კითხვებისთვის გამოიყენეთ კონტაქტის გვერდი.
ტექსტის ანაბეჭდი: 2a4710358516a7fc11525c77375053dc3dfac4302f908e0fdde2106c790f3bce
სამართლებრივი დოკუმენტები ·
სისტემაში დაბრუნება