ეს სია ეხება მხოლოდ იმ მესამე მხარეს, რომელიც შპს ტელვოს დავალებით ამუშავებს ორგანიზაციის მონაცემს ვეტმენის მომსახურების გასაწევად. სია ცალკე ვერსიონირდება.
| მიმწოდებელი | მომსახურება | მონაცემის ტიპი | მდებარეობა | გამოყენება |
|---|---|---|---|---|
DigitalOcean, LLC — ინფრასტრუქტურა, ფრანკფურტის რეგიონი (fra1) | აპლიკაციის სერვერი, მონაცემთა ბაზისა და ატვირთული ფაილების ინფრასტრუქტურა | ვეტმენში ორგანიზაციის მიერ განთავსებული მონაცემი და ტექნიკური ჟურნალები | ფრანკფურტი, გერმანია; მხარდაჭერა და დამხმარე დამუშავება შეიძლება განხორციელდეს მიმწოდებლის პირობებით განსაზღვრულ სხვა მდებარეობებზე | მუდმივად, ძირითადი ჰოსტინგისთვის |
| Cloudflare, Inc. | DNS, HTTPS-ის დასრულება, ტრაფიკის გატარება და შეტევებისგან დაცვა (CDN/WAF) | ყველა მოთხოვნა და პასუხი, რომელიც ვეტმენში გადის, მათ შორის ორგანიზაციის მიერ შეტანილი მონაცემი გადაცემისას; IP მისამართი, ბრაუზერის მონაცემი და ტექნიკური ჟურნალი | Cloudflare-ის გლობალური ქსელი (მოთხოვნას ამუშავებს მომხმარებელთან უახლოესი მონაცემთა ცენტრი); კომპანია აშშ-შია | ყოველ მოთხოვნაზე; Cloudflare მონაცემს მუდმივად არ ინახავს, გარდა ტექნიკური ჟურნალებისა მისი პირობების მიხედვით |
| Cloudflare, Inc. — R2 | სერვერის გარეთ სარეზერვო ასლის შენახვა (Cloudflare R2) | მონაცემთა ბაზისა და ფაილების სარეზერვო ასლი, რომელიც ატვირთვამდე ჩვენს სერვერზე იშიფრება; გასაშიფრი გასაღები მხოლოდ შპს ტელვოს აქვს და Cloudflare-ს ასლის შიგთავსის წაკითხვა არ შეუძლია | ევროკავშირი (R2-ის EU იურისდიქცია: ასლი ინახება მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებში); კომპანია აშშ-შია | ყოველ ღამე; ასლი გამოიყენება მხოლოდ აღდგენისთვის და ინახება ბექაფის ციკლის განმავლობაში |
| uBill | SMS შეტყობინებების გაგზავნა | მიმღების ტელეფონის ნომერი, SMS-ის ტექსტი და გამგზავნის სახელი | საქართველო | მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზაცია SMS ფუნქციას თავად ჩართავს |
ვეტმენის სისტემური ელფოსტა იგზავნება msg.vetman.app-ის ჩვენი ინფრასტრუქტურით და ამ ვერსიაში ცალკე გარე ქვე-დამმუშავებელი არ არის მითითებული.
SMS ფუნქცია მონაცემს uBill-ს გადასცემს მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზაცია ამ ფუნქციას თავად ჩართავს.
ამ მომსახურებებზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ქუქი-ფაილების შეტყობინებაში.
ქვე-დამმუშავებლის დამატებისა და შეცვლის წესი, მათ შორის არჩევითი ფუნქციის მომწოდებელზე თანხმობა, მოცემულია DPA-ს 5.3 პუნქტში.
კითხვებისთვის გამოიყენეთ კონტაქტის გვერდი.
ტექსტის ანაბეჭდი: c8625cdb336c602888db40b7679f2ece661ab50d2ef75e617f09cb769171df84
სამართლებრივი დოკუმენტები ·
სისტემაში დაბრუნება