ეს ადრინდელი ვერსიაა და იმიტომ რჩება, რომ ვიღაცამ ის მიიღო. გახსენი მოქმედი ვერსია
1.1. ეს მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება („DPA“) იდება ვეტმენის მომხმარებელ ორგანიზაციას, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, და შპს ტელვოს, ს/ნ 205218334, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, შორის.
1.2. DPA მომსახურების პირობების განუყოფელი ნაწილია და ვრცელდება პერსონალურ მონაცემზე, რომელსაც შპს ტელვო ორგანიზაციის სახელით ამუშავებს ვეტმენის მომსახურების გასაწევად.
1.3. იმ დამუშავებაზე, რომლის მიზნებსა და საშუალებებს შპს ტელვო თავად განსაზღვრავს — მათ შორის ანგარიშის ადმინისტრირება, უსაფრთხოება, ბილინგი და მხარდაჭერა — შპს ტელვო არის პასუხისმგებელი პირი და მოქმედებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
1.4. ტერმინებს აქვს საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა. მხარეები იცავენ მათზე მოქმედ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას.
2.1. ორგანიზაცია შპს ტელვოს ავალებს მონაცემის დამუშავებას მხოლოდ მომსახურების პირობების, ამ DPA-ს, ორგანიზაციის მიერ პლატფორმაში შესრულებული მოქმედებისა და დამატებითი წერილობითი მითითების ფარგლებში.
2.2. დამუშავების საგანი, ხანგრძლივობა, ხასიათი, მიზნები, სუბიექტები და მონაცემთა კატეგორიები აღწერილია დანართ A-ში.
2.3. თუ დავალება აშკარად ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, შპს ტელვო ამის შესახებ აცნობებს ორგანიზაციას და შესაბამის მოქმედებას აჩერებს, გარდა კანონით სავალდებულო შემთხვევისა.
3.1. შპს ტელვო:
3.2. შპს ტელვო არ ყიდის ორგანიზაციის მონაცემს, არ იყენებს მას ქცევითი რეკლამისთვის და სხვა ორგანიზაციისთვის არ ხდის ხელმისაწვდომს.
4.1. ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ:
4.2. ორგანიზაცია პასუხისმგებელია პლატფორმიდან გაგზავნილი SMS-ისა და ელფოსტის შინაარსსა და სამართლებრივ საფუძველზე, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის წესების დაცვაზე.
5.1. ორგანიზაცია ზოგადად უფლებამოსილებას აძლევს შპს ტელვოს გამოიყენოს ქვე-დამმუშავებლების მოქმედ სიაში მითითებული პირები.
5.2. ქვე-დამმუშავებელს წერილობით ეკისრება მონაცემთა დაცვის არსებითად შესაბამისი ვალდებულებები. შპს ტელვო ორგანიზაციის წინაშე პასუხისმგებელია ქვე-დამმუშავებლის მიერ ამ ვალდებულებების შესრულებაზე კანონითა და მხარეთა ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში.
5.3. ორგანიზაცია ამ ხელშეკრულებით იძლევა ზოგად თანხმობას ქვე-დამმუშავებლების ჩართვაზე შემდეგი წესით:
ა) აუცილებელი ქვე-დამმუშავებელი არის მომწოდებელი, რომლის გარეშეც ვეტმენი ვერ იმუშავებს (ჰოსტინგი, ქსელი და უსაფრთხოება, სისტემური ფოსტა, სარეზერვო ასლები), ასევე ასეთი მომწოდებლის შეცვლა. მისი ჩართვა ან შეცვლა ორგანიზაციის წინასწარ შეტყობინებას და დამატებით თანხმობას არ საჭიროებს. შპს ტელვო ქვე-დამმუშავებლების სიას განაახლებს არაუგვიანეს ცვლილების ამოქმედების დღისა. თუ ორგანიზაცია ცვლილებას არ ეთანხმება, მას შეუძლია მომსახურება შეწყვიტოს.
ბ) არჩევითი ფუნქციის ქვე-დამმუშავებელი გამოიყენება მხოლოდ იმ ფუნქციისთვის, რომელსაც ორგანიზაცია თავად ირთავს (მაგალითად, SMS). ფუნქციის ჩართვამდე შპს ტელვო აჩვენებს მომწოდებლის დასახელებას და მიზანს და ითხოვს ორგანიზაციის თანხმობას. ფუნქციის გამორთვის შემდეგ მონაცემი ამ მომწოდებელს აღარ გადაეცემა.
გ) ორივე შემთხვევაში მოქმედებს 5.2-ის მოთხოვნები.
6.1. შპს ტელვო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ მყოფ მონაცემზე მიღებულ მოთხოვნას ორგანიზაციას გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე გადასცემს და თავად არსებით პასუხს არ გასცემს, თუ ორგანიზაციამ ამის უფლება არ მისცა ან კანონი არ მოითხოვს.
6.2. მომსახურების ხასიათისა და ხელმისაწვდომი ფუნქციების გათვალისწინებით, შპს ტელვო გონივრულად ეხმარება მონაცემის მოძიებაში, ასლის მომზადებაში, შესწორებაში, დაბლოკვაში, შეზღუდვასა და წაშლაში. ზოგი მოთხოვნა შეიძლება ხელით დამუშავებას საჭიროებდეს.
7.1. მხარეები იყენებენ მონაცემის კატეგორიის, მოცულობის, მიზნისა და რისკის შესაბამის ზომებს. ორგანიზაცია პასუხისმგებელია საკუთარ მოწყობილობებზე, მომხმარებლებზე და წვდომის კონფიგურაციაზე; შპს ტელვო — პლატფორმის მის კონტროლქვეშ მყოფ ნაწილზე.
7.2. ორგანიზაციის მონაცემზე მოქმედი ან სავარაუდო ინციდენტის აღმოჩენისას შპს ტელვო:
7.3. ზედამხედველი ორგანოსა და მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების შესახებ გადაწყვეტილებას და შეტყობინებას ასრულებს ორგანიზაცია, როგორც პასუხისმგებელი პირი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. შპს ტელვო მას გონივრულ დახმარებას უწევს.
8.1. DPA მოქმედებს მანამ, სანამ შპს ტელვო ორგანიზაციის სახელით მონაცემს ამუშავებს.
8.2. მომსახურების დასრულებისას ორგანიზაციას შეუძლია მოითხოვოს მისთვის ხელმისაწვდომი მონაცემის დაბრუნებაში გონივრული დახმარება ან მონაცემის წაშლა. მოთხოვნა იგზავნება კონტაქტის გვერდიდან.
8.3. წაშლა სრულდება გონივრულ ვადაში, კანონის, ტექნიკური შესაძლებლობისა და ბექაფის ციკლის გათვალისწინებით. მონაცემი შეიძლება შენარჩუნდეს მხოლოდ მაშინ და იმდენ ხანს, რამდენსაც კანონი მოითხოვს; ამ პერიოდში სხვა მიზნისთვის აღარ მუშავდება.
9.1. ძირითადი აპლიკაციის ინფრასტრუქტურა მდებარეობს DigitalOcean-ის ფრანკფურტის რეგიონში, გერმანიაში. სხვა მდებარეობა მითითებულია ქვე-დამმუშავებლების მოქმედ სიაში.
9.2. მონაცემის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაცემა სრულდება მოქმედი კანონით დაშვებული საფუძვლითა და სათანადო გარანტიებით. თუ კონკრეტული დამატებითი ფუნქციისთვის ასეთი საფუძველი ვერ დასტურდება, ფუნქცია არ უნდა ჩაირთოს ორგანიზაციის მონაცემისთვის.
10.1. ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნით შპს ტელვო წელიწადში ერთხელ აწვდის DPA-ს შესრულების შესახებ მის ხელთ არსებულ გონივრულ ინფორმაციას. დამატებითი შემოწმება დასაშვებია მნიშვნელოვანი ინციდენტის ან ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში.
10.2. ადგილზე ან ტექნიკური შემოწმება წინასწარ თანხმდება, არ უნდა არღვევდეს უსაფრთხოებას, სხვა ორგანიზაციის კონფიდენციალურობას ან მომსახურების მუშაობას და შემოიფარგლება შესაბამისი მტკიცებულებით. გარე ხარჯებს ფარავს მომთხოვნი მხარე, თუ შემოწმება არსებით დარღვევას არ გამოავლენს.
11.1. DPA-ს არსებითი ცვლილების შესახებ ორგანიზაციას, როგორც წესი, ძალაში შესვლამდე სულ მცირე 30 დღით ადრე ვატყობინებთ და, საჭიროებისას, ახალ მიღებას ვითხოვთ.
11.2. ორგანიზაციის მონაცემის დამუშავების საკითხზე ამ DPA-სა და მომსახურების პირობებს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა DPA-ს ენიჭება. ქართული ვერსია უპირატესია ინგლისურ თარგმანთან შეუსაბამობისას.
| საკითხი | აღწერა |
|---|---|
| საგანი | ვეტმენის პლატფორმის მომსახურების გაწევა ორგანიზაციისთვის |
| ხანგრძლივობა | მომსახურების მოქმედების ვადა და დასრულების შემდეგ დაბრუნების, წაშლის, კანონით შენახვისა და ბექაფის ციკლისთვის საჭირო პერიოდი |
| ხასიათი | შეგროვება ორგანიზაციის ინტერფეისიდან, ორგანიზება, შენახვა, ძებნა, ჩვენება, შეცვლა, დოკუმენტის შექმნა, ორგანიზაციის მითითებით გადაცემა, ბექაფი და წაშლა |
| მიზანი | კლინიკის, მაღაზიის, თავშესაფრის, სასტუმროსა და დაკავშირებული საქმიანობის მართვის ფუნქციების მიწოდება |
| სუბიექტები | ორგანიზაციის კლიენტები და წარმომადგენლები, თანამშრომლები, კონსულტანტები, მომწოდებლების საკონტაქტო პირები და სხვა პირები, რომელთა მონაცემსაც ორგანიზაცია კანონიერად შეიტანს |
| მონაცემები | საიდენტიფიკაციო, საკონტაქტო, ფინანსური, საქმიანობის, ტექნიკური და ცხოველთან დაკავშირებულ ჩანაწერში არსებული ინფორმაცია და ფაილები |
ცხოველის ჯანმრთელობის ჩანაწერი ადამიანის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი არ არის. თუ ორგანიზაცია თავისუფალ ტექსტში ან ფაილში ადამიანის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს შეიტანს, იგი პასუხისმგებელია შესაბამის აუცილებლობაზე, საფუძველსა და დაცვით ზომებზე.
მოქმედი ზომები მოიცავს:
Secure, HttpOnly და SameSite=Lax სესიის ქუქის პარამეტრებს;უსაფრთხოების ზომები პერიოდულად გადაიხედება რისკის, ტექნოლოგიისა და მომსახურების ცვლილების შესაბამისად. ეს დანართი არ აცხადებს დანერგილად იმ ზომას, რომელიც მხოლოდ დაგეგმილია.
ტექსტის ანაბეჭდი: 42daea68c8c2e2815d2ec83604ad870816e132c3d24f26ce5ef2cbe6ca939ca9
სამართლებრივი დოკუმენტები ·
სისტემაში დაბრუნება