ეს ადრინდელი ვერსიაა და იმიტომ რჩება, რომ ვიღაცამ ის მიიღო. გახსენი მოქმედი ვერსია
ვეტმენს მართავს შპს ტელვო (საიდენტიფიკაციო კოდი 205218334). პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოიყენეთ კონტაქტის გვერდი.
ეს პოლიტიკა ეხება vetman.app-ის საჯარო საიტისა და ვეტმენის ვებაპლიკაციის ვიზიტორებს, ანგარიშის მფლობელებს, რეგისტრაციის მსურველებს, დემოს სტუმრებს და პირებს, რომლებიც გვიკავშირდებიან.
ჩვენ ვართ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, როცა ვამუშავებთ საიტის ვიზიტორის, ანგარიშის მფლობელის, რეგისტრაციის მსურველის, დემოს სტუმრისა და ჩვენთან მომწერის მონაცემებს.
კლინიკის კლიენტებისა და მათი ცხოველების ჩანაწერებზე პასუხისმგებელი პირი შესაბამისი კლინიკაა. ამ შემთხვევაში ვეტმენი არის უფლებამოსილი პირი და მონაცემებს მხოლოდ კლინიკის დავალებით ამუშავებს. თუ თქვენ კლინიკის კლიენტი ხართ, პირველ რიგში შესაბამის კლინიკას მიმართეთ.
| ვინ | რა მონაცემი | რატომ | საფუძველი |
|---|---|---|---|
| საიტის ვიზიტორი | IP, ბრაუზერი, ნანახი გვერდები, მოსვლის წყარო (Google Analytics) | ვხედავთ, რომელი გვერდი კითხულობს ადამიანს და სად ვართ გასაუმჯობესებელი | ლეგიტიმური ინტერესი; თანხმობა, როცა ამას მოქმედი სამართალი მოითხოვს |
| საიტის ვიზიტორი | სერვერის ჟურნალი: IP, დრო, მისამართი, პასუხის კოდი | უსაფრთხოება და გაუმართაობის მიზეზის დადგენა | ლეგიტიმური ინტერესი |
| ანგარიშის მფლობელი (კლინიკის თანამშრომელი, კონსულტანტი) | სახელი, გვარი, ელფოსტა, ტელეფონი, ფოტო, როლი, ორგანიზაცია, პაროლის ჰეში | ანგარიშის შექმნა და მუშაობა | ხელშეკრულება |
| Google-ით ან Facebook-ით შესული პირი | პროვაიდერი, პროვაიდერის უნიკალური ანგარიშის იდენტიფიკატორი, ელფოსტა და მისი დადასტურების სტატუსი, სახელი და გვარი, თუ პროვაიდერი გვაწვდის | ანგარიშის შექმნა, შესვლა და სოციალური ავტორიზაციის ანგარიშთან დაკავშირება | ხელშეკრულება, მომხმარებლის მოთხოვნა |
| ანგარიშის მფლობელი | შესვლის ჟურნალი, წარუმატებელი მცდელობა, IP, მოქმედებების აუდიტი | ანგარიშისა და კლინიკის მონაცემების დაცვა | ლეგიტიმური ინტერესი, კანონისმიერი ვალდებულება |
| ანგარიშის მფლობელი | ინტერფეისის პარამეტრები: სია თუ ბარათები, კალენდრის ხედი | ერთსა და იმავეს რომ ყოველ ჯერზე არ ირჩევდეს | ხელშეკრულება |
| ორგანიზაცია | დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები | გამოწერა და ანგარიშსწორება | ხელშეკრულება, კანონისმიერი ვალდებულება |
| ვინც გვწერს | ელფოსტა და მიმოწერის შიგთავსი | პასუხის გაცემა | ლეგიტიმური ინტერესი |
| დემოს სტუმარი | სესიის ქუქი; ჩანაწერები დემოში გამოგონილია | დემოს ჩვენება | ლეგიტიმური ინტერესი |
ჩვენ არ ვამუშავებთ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს ჩვენი, როგორც პასუხისმგებელი პირის, როლში, და არ ვიღებთ ავტომატურ გადაწყვეტილებას ადამიანის შესახებ.
Google-ისა და Facebook-ის access token მხოლოდ ავტორიზაციის პასუხის მისაღებად გამოიყენება. ვეტმენი პროვაიდერის access token-ს ან refresh token-ს არ ინახავს.
ვებაპლიკაცია იყენებს აუცილებელ სესიის ქუქის, რომლის გარეშე სისტემაში შესვლა და უსაფრთხო სესიის შენარჩუნება ვერ იმუშავებს. ვებაპლიკაციაში მესამე მხარის ანალიტიკური ტრეკერი არ არის.
საჯარო vetman.app საიტი გვერდის გახსნისას ტვირთავს Google Analytics 4-ს. ანალიტიკის მიერ გამოყენებული ტექნიკური მონაცემები და ბრაუზერით მათი შეზღუდვის გზები აღწერილია ქუქის შეტყობინებაში.
კლინიკის სამუშაო მონაცემებთან დაკავშირებული AI ფუნქცია მხოლოდ კლინიკის მითითებით მუშაობს და ამ შემთხვევაში დამუშავება კლინიკის სახელით ხდება.
მონაცემს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით მესამე პირს არ გადავცემთ.
ჰოსტინგისა და ზოგი ტექნოლოგიური პროვაიდერის გამო მონაცემი შეიძლება დამუშავდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის გერმანიაში ან პროვაიდერის ინფრასტრუქტურის სხვა ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში ვიყენებთ ხელშეკრულებით, პროვაიდერის პირობებითა და მოქმედი კანონით გათვალისწინებულ დაცვის ზომებს.
მონაცემს ვინახავთ მხოლოდ იმ ხნით, რაც საჭიროა ამ პოლიტიკაში აღწერილი მიზნისთვის, ანგარიშის ან ხელშეკრულების მოქმედებისთვის, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი მოთხოვნების დასაცავად.
მოქმედი კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების შესახებ, მათი ასლი, შესწორება, განახლება, დამუშავების შეზღუდვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, ასევე თანხმობის გაუქმება და საჩივრის წარდგენა.
მოთხოვნა გამოგზავნეთ კონტაქტის გვერდიდან და ფორმაში მიუთითეთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტა. უსაფრთხოებისთვის შეიძლება მოგთხოვოთ ვინაობის დამატებითი დადასტურება, მაგრამ ელფოსტით პაროლს არასდროს მოგთხოვთ. მონაცემების წაშლის დეტალური ნაბიჯები მოცემულია /legal/data-deletion გვერდზე. მოთხოვნას ვუპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში.
თუ მოთხოვნა ეხება კლინიკის კლიენტის ან ცხოველის ჩანაწერს, მისი შესრულების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კლინიკა იღებს. თუ ჩვენი პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროს ზედამხედველობს, ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს.
httponly, samesite=Lax და secure-ია.არც ერთი სისტემა არ არის აბსოლუტურად დაცული. ინციდენტის შემთხვევაში ვიმოქმედებთ მოქმედი კანონისა და ჩვენი ინციდენტზე რეაგირების პროცედურის შესაბამისად.
პოლიტიკის ახალ ვერსიას გამოვაქვეყნებთ ნომრითა და ძალაში შესვლის თარიღით. ძველი ვერსიები არქივში დარჩება. მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ ანგარიშის მფლობელს შესაბამისი არხით შევატყობინებთ.
| ვერსია | ძალაშია | რა შეიცვალა |
|---|---|---|
| 1.8 | 25 ოქტ 2026 | ვეტერინარული კლინიკების საჯარო ცნობარი |
| 1.7 | 24 ოქტ 2026 | დაყენებული ცნობარის აპის გამოყენების ანონიმური დღიური მთვლელი |
| 1.6 | 17 ოქტ 2026 | დაშიფრული სარეზერვო ასლი სერვერის გარეთ, Cloudflare R2-ზე ევროკავშირში |
| 1.5 | 17 ოქტ 2026 | საჯარო ცნობარის მოთხოვნის ფორმა და ცნობარის დაცვის ჟურნალი |
| 1.4 | 12 ოქტ 2026 | SMS-ის მიმწოდებელი uBill; Google Analytics მხოლოდ თანხმობით |
| 1.3 | 12 ოქტ 2026 | Cloudflare ტრაფიკის გატარებისა და დაცვისთვის |
| 1.2 | 12 ოქტ 2026 | ადმინისტრატორის პირადი ნომერი და გადამხდელის რეკვიზიტები რეგისტრაციისას |
| 1.1 | 21 სექ 2026 | სოციალური ავტორიზაციისა და ტექნიკური აღწერის განახლება |
| 1.0 | 21 სექ 2026 | პირველი სრული რედაქცია |
ტექსტის ანაბეჭდი: c275a3601edfee0ce63bf220b06af12a05c0a002b53bdca70486ed12e6d58bb0
სამართლებრივი დოკუმენტები ·
სისტემაში დაბრუნება